დაამატე განცხადება საკუთარი საბანკო რეკვიზიტებით 

‼️"ხშირად მშიერი ვიძინებ ხოლმე. არაფერი არ გვაქვს, არც საჭმელი არ გვაქვს და არც სათამაშოები. სკოლაშიც ვერ წავედი არ მაქვს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. დირექტორი შემპირდა რვეულს და პასტებს მე გიყიდი თუ მოხვალ სკოლაშიო"

‼️ეს არის 6 წლის ვალერი ამბოკაძეს ნაამბობი. რომლის ოცნება სკოლაში სიარულია, საჭმლის და ტანსაცმლის ქონა. დაგვეხმარეთ გთხოვთ.

ამბოკაძეების ოჯახში 5 წევრია სულ. 3 მცირეწლოვანი და მშობლები. ოჯახი სოფელ მთის ძირში ნაქირავებ სახლში ცხოვრობს რომელშიც 200 ლარს იხდის ქირას. სრული შემოსავალი კი სოციალური დახმარება და ბავშვების შემწეობა 600 ლარია.

დედას, მაიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ჩიყვი 26 კვანძიანი და ხერხემლის (კუდუსუნის) ძვლოვანი კისტა. ჩიყვის გამო დედას ხშირად ემართება გულის ყრა, უჰაერობა, თავბრუსხვევა და შიშები. საჭიროებს მუდმივ ყურადღებას რის გამოც მამაც ვეღარ მუშაობს. აწუხებს ხშირი სიცხეები თუმცა მედიკამენტების შეძენის საშუალება რომ არ აქვთ სიცხებს ვერ იწევს და უწევს გაუსაძლის მდგომარეობაში ყოფა.

‼️დედამ გვითხრა "მე რომ ვიყიდო წამლები ჩემთვის მაშინ შვილებს უნდა მოვაკლო და მირჩევნია ისევ მე მოვითმინო"

‼️ვალერის ძმას, 4 წლის და 6 თვის საბას აქვს თანდაყოლილი დაუნის სინდრომი და გულის მანკი, ვერ საუბრობს და უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება. საჭიროებს მუდმივ მედიკამენტებს, გამოკვლევებს და ყოველ დღიურად პამპერს.

‼️ვალერის 2წლის და 5 თვის ძმას აკაკის კი ჭიპის თანდაყოლილი თიაქარი აქვს. სამკურნალოა სასწრაფოდ.

ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში, არანაირი საცხოვრებელ პირობები არ გააჩნია ოჯახს, ორად ორი რამე ითხოვეს დასახმარებლად. ბავშვებისთვის ტანსაცმელი და ოჯახისთვის საკვები. მიუხედავად იმის რომ ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხორობს და დედის მდგომარეობა კრიტიკულია არ უთხოვიათ თავიაანთვის რაიმე. მხოლოდ ბავშვებისთვის. დაგვეხმარეთ გთხოვთ ყველას.

‼️მივიღებთ როგორც ფინანსურ დახმარებას ასევე ბავშვებისთვის ტანსაცმელს, სასკოლო ინვენტარს, საკვებს და პირველადი დახმარების მედიკამენტებს.

თანხის შეგროვება დასრულებულია!

ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები

  • საქართველოს ბანკი: 

  • თიბისი ბანკი: 
  • ლიბერთი ბანკი: 
  • ტერა ბანკი:
  • ბაზის ბანკი:

 

გაფრთხილება!!

მითითებული საბანკო ანგარიშები წარმოადგენის ბენეფიციარის ან ბენეფიციარის ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებს და თქვენს მიერ გაღებული შემოწირულობა ირიცხება შუამავლების გარეშე პირდაპირ ბენეფიციართან. 

 

საქველმოქმედო ორგანიზაცია თედიაშვილის ფონდი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების საშუალებას და არ აქვს არანირი შეხება ფინანსურ საკითხებთან.

 

პოსტის ტექსტი დაწერილია ოჯახის მიერ.

 

პოსტის ყველა ფოტო სურათი გადაღებულია და მოწოდებულია განსათავსებლად ოჯახის მიერ.

#ფონდის_ელ.ფოსტა: tediashvilisfondi@gmail.com

 

#ვებ_გვერდი: www.tediashvili.ge

 

#Facebook: facebook.com/tediashvilispondi

 

#Youtube: youtube.com/@tediashvilisfondi

 

მოხალისე

გახდი მოხალისე და აკეთე სიკეთე. შეგიძლია შექმნა შენი სივრცე და ჩვენთან ერთად დაეხმარო ყველა იმ ადამიანს ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენი თანადგომა და დახმარება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მკურნალობისთვის, ოპერაციისთვის თუ მედიკამენდებისთვის თანხების მოძიება ან საკვებით და ტანსაცმლით დახმარება. ერთად ყველაფერს შევძლებთ და ერთად ყველაფერს დავძლევთ.

გაიგე მეტი