ჩვენ შესახებ

საქველმოქმედო ორგანიზაცია ა(ა)იპ "თედიაშვილის ფონდი" ს/კ 443873701 დაარსდა 2023 წელს მხოლოდ ერთი მიზნის განსახორციელებლად. დავეხმაროთ საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც იბრძვის სიცოცლისთვის და ფინანსური სიდუხჭირის გამო ვერ ახერხებს იმკურნალოს, შეიძინოს მედიკამენტები ან საკვები პროდუქტები.

დღეს, 21-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც მსოფლიო განვითარების მწვერვალზე იმყოფება და საზოგადოების უმეტესი ნაწილის მიზნებია თანამედროვე მატერიალური ნივთების შეძენა ან დასასვენებლად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოგზაურობა ამ დროს არსებობენ საზოგადოების ის მცირედი ნაწილი, ოჯახები და ადამიანები რომლებიც ოცნებობენ გადარჩენაზე და სიცოცხლის გაგრძელებაზე ან საკვებ პროდუქტებზე, ზამთარში თბილ სახლზე ან უბრალოდ ფეხსაცმელებზე. 

ამ მოცემულობამ განაპირობა ჩვენი ორგანიზაციის დაფუძნება რომელიც გახდება შუამავალი  თქვენს და ამ სიდუხჭირეში მცხოვრები ადამიანების შორის. ჩვენი მიზანია ყოველი ოჯახის, ყოველი მშობლის, ყოველი ბავშვის ტკივილი, პრობლემა გავიზიაროთ და მოგაწვდინოთ ხმა მათ შესახებ რათა ერთად დგომით, ერთმანეთის სიყვარული და თანაგრძნობით შევძლოთ მათი დახმარება, მათი სიცოცხლის გადარჩენა, მკურნალობა ან მათი საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა.

სიკეთის ხელის გაწვდენა და დახმარება არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით მოიაზრება, არამედ სხვა უამრავი ფორმით, მაგ: გვერდში დგომით, სახლის მშენებლობაში ფიზიკური მიხმარებით, გადაადგილებაში ავტომობილით დახმარება, მედიკამენტის ან ტანსაცმლის ჩუქებით, სამსახურის მოძიებაში დახმარებით და სხვა უამრავი ფორმით, რომელიც დაეხმარება სხვა ადამიანის უკეთესობისაკენ წინსვლაში.

ფინანსური შემოწირულობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები, უცხოეთიდან შემოწირულობის გასაკეთებად შეგიძლიათ გამოიყენოთ PayPal-ის სისტემა:

 

ფონდის საბანკო რეკვიზიტები

ლიბერთი ბანკი: GE36LB0115186841951000

ლიბერთი ბანკი დოლარის ანგარიში: GE09LB0115186841951001

ჩასარიცხი აპარატებიდან ჩასარიცხად

საიდენტიფიკაციო კოდით 443873701

 

უცხოეთიდან ჩასარიცხად

https://www.paypal.me/tediashvilisfondi

https://www.paypal.me/tediashvilisfondi