მოხალისე

ვინ არის მოხალისე?

მოხალისე არის დამოუკიდებელი ფიზიკური/იურიდიული პირი რომელიც ჩვენს ორგანიზაციასთან ერთად ცდილობს კეთილი საქმის კეთებას. მოხალისის მიზანია და უპირატესობა საქველმოქმედო ორგანიზაციის საშუალებით და დახმარებით აკეთოს სიკეთე, ფონდის სოციალური მედია საშუალებებით ისარგებლოს (ფეისბუქ გვერდი, ფეისბუქ ჯგუფი, ვებ გვერდი, იუთუბ არხი და სხვა) რომ საზოგადოებას მიაწვდინოს ხმა ამა თუ იმ პრობლემის შესახებ.

რა შეიძლება აკეთოს მოხალისემ და რაში დაეხმარება ფონდი

მოვალეობები

  • მოხალისე არის ფონდის მეგობარი პირი რომელსაც არ აკისრია მოვალეობები და არ გააჩნია სამუშაო გრაფიკი. მოხალისე არის თავისუფალი ადამიანი რომელიც ყველაფერს რასაც აკეთებს არის მისი პირადი სურვილი სიკეთის საკეთებლად.

  • ფონდის და მოხალისის ურთიერთობა არის მეგობრული და ორინეტირებული ერთმანეთის პატივისცემაზე, ზრუნვაზე და დახმარების დაუსრულებელ სურვილზე. როგორც მოხალისეს ასევე ფონდს არ გააჩნია პასუხიმგებლობა მოხალისის მიმართ და ყველა სახის დახმარებას მოხალისეს გაუწევს ორგანიზაცია საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. 

  • მოხალისე ვალდებული იქნება ორგანიზაციასთან შეთანხმების გარეშე არ იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით.

  • მოხალისეობისთვის არ ეკისრება არანაირი ფულადი ან მატერიალური ვალდებულებები ორგანიზაციის მიმართ.

  • ორგანიზაციას არ ეკისრება ფულადი ან მატერიალური ვალდებულება მოხალისის მიმართ მისი გაწეული სამსახურის მიუხედავად რადგან მოხალისე და ორგანიზაცია უანგაროდ აკეთებენ სიკეთეს. 

უფლებები და პრიორიტეტები

  • მოხალისეს ექნება საშუალება იქონიოს პირდაპირი კავშირი ფონდის ადმინისტრაციასთან და ნებისმიერი საკითხი განიხილოს შუამავლების გარეშე. 

  • თუ მოხალისეს ექნება სურვილი რომ დაეხმაროს კონკრეტულ ადამიანის და ადმინისტრაციასტან შეთანხმდებით დაზუსტდება დახმარების საჭიროება ბენეფიციართან, ფონდი სრულ ნდობას გამოუცხადებს მოხალისეს ინიციატივას და დაეხმარება ყველანაირი რესურსის მოძიებაში.
  • ინფორმაციის მიწოდება პირველ რიგში მოხდება მოხალისეებისათვის ბენეფიციარების შესახებ, აქციების, წამოწყებების, პროექტების და ფონდის გეგმების შესახებ. 
  • დაინიშნება პერიოდული შეხვედრები მოხალისეებთან სამომავლო პროექტების დაგეგმარებისთვის და ასევე მოხალისეებს ექნებათ საშუალება წარადგინონ საკუთარი პროექტები რომელიც ორიენტური იქნება ბენეფიციარების დასახმარებლად.
  • პერიოდული შეხვედრები იქნება ფონდის განვითარების და უფრო მეტი სიკეთის კეთებისათვის საჭირო მიზნების განხორციელებისთვის.
  • მოხალისეებს ექნებათ საშუალება გამოიყენონ ინფორმაციის და ბლოგების გასავრცელებლად ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდი, ფეისბუქ ჯგუფი, ვებ გვერდი, იუთუბ ახრი, საფოსტო მისამართები და სხვა საშუალებები რომლებსაც იყენებს ორგანიზაცია საკუთარი საქმიანობის ჯეროვნად შესრულებისათვის.