დაამატე განცხადება საკუთარი საბანკო რეკვიზიტებით 

"დაბადებიდან დღემდე ჩემს პატარას არ გაუხარია, სულ #ტკივილში, #ტანჯვაში და #სიბნელეში ცხოვრობს. დამეხმარეთ გემუდარებით, ხელიდან მეცლება ჩემი სიმწრით ნაზარდი ანგელოზი"

 

ნათია სუბელიანი სულ 1 წლის და 2 თვის არის და უმძიმეს სენს, #სიმსივნეს ებრძვის. პატარას #ორივე_თვალზე სიმსივნე დაუდგინდა და 7 თვეა მკურნალობის და ქიმიო თერაპიის კურსს გადის.

 

უსახსრობის გამო თურქეთში ვერ გადაყავთ სამკურნალოდ. ოჯახმა ყველაფერი გაყიდა თუ რამე გააჩნდა და შეძლო პერიოდულად ნათიას თურქეთში გადაყვანა გამოკვლევებისთვის და ქიმიო თერაპიის კურსის ჩასატარებლად.

 

ბოლო გამოკვლევების შემდეგ პატარას დაუნიშნეს #ბრაქი_თერაპია რომლისთვისაც #20_000$ საჭირო. ფინანსების უქონლობის გამო ოჯახს მოუწია საქართველოში დაბრუნება ჩვენს იმედად რომ შევძლებთ ნათიას დახმარებას და გადარჩენას.

 

სასწრაფოდ თუ ვერ შევძლებთ 20 000$ შეგროვებას ფატალურ შედეგებამდე მივალთ. დაგვეხმარეთ გემუდარებით ხალხო, სულ 1 წლის ანგელოზზეა საუბარი რომლის სიცოცხლისთვის სულ 20 000$ ია საჭირო. სულ 1 ლარით რომ დაგვეხმაროთ შევძლებთ ნათიას გადარჩენას. არ დაგვტოვოთ მარტო გემუდარებით.

 

თანხის შეგროვება დასრულებულია!

ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები

  • საქართველოს ბანკი: 

  • თიბისი ბანკი: 
  • ლიბერთი ბანკი: 
  • ტერა ბანკი:
  • ბაზის ბანკი:

 

გაფრთხილება!!

მითითებული საბანკო ანგარიშები წარმოადგენის ბენეფიციარის ან ბენეფიციარის ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებს და თქვენს მიერ გაღებული შემოწირულობა ირიცხება შუამავლების გარეშე პირდაპირ ბენეფიციართან. 

 

საქველმოქმედო ორგანიზაცია თედიაშვილის ფონდი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების საშუალებას და არ აქვს არანირი შეხება ფინანსურ საკითხებთან.

 

პოსტის ტექსტი დაწერილია ოჯახის მიერ.

 

პოსტის ყველა ფოტო სურათი გადაღებულია და მოწოდებულია განსათავსებლად ოჯახის მიერ.

 

#ფონდის_ელ.ფოსტა: tediashvilisfondi@gmail.com

 

#ვებ_გვერდი: www.tediashvili.ge

 

#Facebook: facebook.com/tediashvilispondi

 

#Youtube: youtube.com/@tediashvilisfondi

მოხალისე

გახდი მოხალისე და აკეთე სიკეთე. შეგიძლია შექმნა შენი სივრცე და ჩვენთან ერთად დაეხმარო ყველა იმ ადამიანს ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენი თანადგომა და დახმარება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მკურნალობისთვის, ოპერაციისთვის თუ მედიკამენდებისთვის თანხების მოძიება ან საკვებით და ტანსაცმლით დახმარება. ერთად ყველაფერს შევძლებთ და ერთად ყველაფერს დავძლევთ.

გაიგე მეტი