დაამატე განცხადება საკუთარი საბანკო რეკვიზიტებით 

"სული მტკივა როდესაც ვხედავ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს როგორ ტკივათ, ჩემთვის ახალი წელი მხოლოდ მაშინ არის როდესაც წამლები გვაქვს და არ ვიყინებით"

 

გააზიარეთ გთხოვთ რომ მეტმა ადამიანმა ნახოს..

 

როდესაც ჩვენს ახალ წელს ავღნიშნავთ და ვბედნიერობთ ამ დროს ეს ოჯახი იტანჯება, ტკივილში და ყინვაში, დედა და უძლური მამა მშიერ შვილებს უყურებს

 

მოსიაშვილების ოჯახში 8 წევრია, #უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობენ, 3 არასრულწლოვან ბავშვთან ერთად. ოჯახის 4 წევრი უმძიმეს #დაავადებას ებრძვის და გაუსაძლის მდგომარეობაშია.

 

მამამ ფეხი მოიტეხა როდესაც ოჯახისთვის #ლუკმაპურის თანხის გამომუშავებას ცდილობდა. ფეხებზე ოპერაცია გაიკეთა რის შემდეგაც ორივე ფეხის პრობლემა შეექმნა. ვეღარ #გადაადგილდება და ფეხები მძიმე მდგომარეობაში აქვს. მუდმივად მედიკამენტებს იღებს მაგრამ ეხლა აღარც წამლები აქვს, ვერ შეიძინეს და გაუსაძლის ტკივილებშია

 

17 წლის ბექა შშმ პირია, #ცერებრალური დამბლა აქვს და მუდმივად მედიკამენტები, გამოკვლევები და მკურნალობა სჭირდება. დამოუკიდებლად არ შეუძლია მოძრაობა, გადაადგილება, საუბარი და საკვებსაც ვერ ჭამს. წყლის დალევის დროს მუდმივად ყარაულობენ რომ არ #დაიხრჩოს რადგან ვერ ყლაპავს. დაეწყო ძვლების #გამრუდება და გაუსაძლის #ტკივილებშია.

 

მეორე შვილი 2წლის ლიკაა რომელიც #ეპილეფსიას ებრძვის, ხშირად ვარდება #კრუნჩხვებში და ყოველ წამს უმძიმესი შედეგის მოლოდინშია დედა. ოჯახს იმის საშუალებაც კი არ აქვს რომ ექიმთან მივიდნენ თვეში ერთხელ გამოკვლევებზე. პატარა ლიკას #საჭმელიც არ აქვს.

 

მესამე შვილი მარიამი მარტოხელა დედაა რომელიც 1.4 წლის ვაჟკაცს ზრდის. მარიამს გამუდმებული თავის ტკივილები აქვს შუბლის არეში უკვე 1 თვეა მაგრამ ექიმთან ვერ მიდის უხასხრობის გამო.

 

ოჯახში ერთად ერთი შემომტანი მამა იყო რომელიც საწოლს არის #მიჯაჭვული და ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაშია. სახლში ფანჯრები არ აქვთ, კედლებში ხვრელებია საიდანაც ქარი და წვიმა შემოდის. გაუსაძლისი და ენით აღუწერელი მდგომარეობაა.

გთხოვთ დაგვეხმარეთ. თქვენს გარეშე ვერაფერს შევძლებთ გემუდარებით. ბავშვები ამ ზამთრის სიცივეში #წამლების გარეშე #ტკივილში არიან და #იყინებიან იმის გამო რომ შეშაც არ აქვთ. 1 ლარი შეიძლება ჩვენთვის მცირედია მაგრამ #ოჯახისთვის დიდი თანადგომაა. დაგვეხმარეთ რომ მოსიაშვილების ოჯახს ამ ახალწელს მცირედით მაინც #შევუმსუბუქოთ გაუსაძლისი ტკივილი და გადავარჩინოთ სიცოცხლე.

 

ვიდეო ოჯახის შესახებ: 

 

gallery/ლიკას ვიდეო.mp4

 

gallery/ბექას ვიდეო.mp4

 

gallery/ოჯახის ვიდეო.mp4

 

თანხის შეგროვება დასრულებულია!

ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები

  • საქართველოს ბანკი: 

  • თიბისი ბანკი: 
  • ლიბერთი ბანკი: 
  • ტერა ბანკი:
  • ბაზის ბანკი:

 

გაფრთხილება!!

მითითებული საბანკო ანგარიშები წარმოადგენის ბენეფიციარის ან ბენეფიციარის ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებს და თქვენს მიერ გაღებული შემოწირულობა ირიცხება შუამავლების გარეშე პირდაპირ ბენეფიციართან. 

 

საქველმოქმედო ორგანიზაცია თედიაშვილის ფონდი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების საშუალებას და არ აქვს არანირი შეხება ფინანსურ საკითხებთან.

 

პოსტის ტექსტი დაწერილია ოჯახის მიერ.

 

პოსტის ყველა ფოტო სურათი გადაღებულია და მოწოდებულია განსათავსებლად ოჯახის მიერ.

 

#ფონდის_ელ.ფოსტა: tediashvilisfondi@gmail.com

 

#ვებ_გვერდი: www.tediashvili.ge

 

#Facebook: facebook.com/tediashvilispondi

 

#Youtube: youtube.com/@tediashvilisfondi

 

ლიკა მოსიაშვილიბექა მოსიაშვილი 17 წლისფორმა 100დასკვნაფორმა 100-1

მოხალისე

გახდი მოხალისე და აკეთე სიკეთე. შეგიძლია შექმნა შენი სივრცე და ჩვენთან ერთად დაეხმარო ყველა იმ ადამიანს ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენი თანადგომა და დახმარება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მკურნალობისთვის, ოპერაციისთვის თუ მედიკამენდებისთვის თანხების მოძიება ან საკვებით და ტანსაცმლით დახმარება. ერთად ყველაფერს შევძლებთ და ერთად ყველაფერს დავძლევთ.

გაიგე მეტი