დაამატე განცხადება საკუთარი საბანკო რეკვიზიტებით 

#სასწრაფოდ #გააზიარე #მიშკოს თქვენი დახამრებას სჭირდება, მიშიკოს დღემდე აწუხებს აუტანელი ტკივილები 

 

"ტკივილ გამაყუჩებლების ყიდვის ფული როცა არ მაქვს და ვერ ვყიდულობ წამალს სიმწრისგან და ტკივილისგან ვღრიალებ და ღამეები ვერ ვიძინებ" 😭


მიხეილი 23 წლის არის მიუხედავად ასაკისა მიშო სულ 34 კილოგრამს იწონის და ვერაგი დიაგნოზების მთელი რიგი პრობლემები აქვს: 
#ხერხემლის_სქოლიოზი კახექსია ოსტეოქონდროზი და კისერში #კიბოს სქოლიოზი
მიშიკო 6 წლის იყო როდესაც დაუდგინდა ვირუსული დაავადება რომლის იდენტიფიცირებაც #ვერ_მოხერხდა და ექიმების #მცდარი_დიაგნოზების გამო მიშომ 11 უშედეგო ოპერაცია გაიკეთა, ზოგი საქართველოში და ზოგიც თურქეთში.

 ამ ოპერაციების განმავლობაში მიშოს თაბაშირის კორსეტი გაუკეთეს რომელმაც მთლიანი სხეული #მოუხარშა, შემდეგ თურქეთის საავადმყოფოში 2 ცალი #ნეკნი ამოუღეს რადგან ფილტვები დააზიანა და ამის მერე სუნთქვის პრობლემაც დაემატა!


1 თვის განმავლობაში მიშოს მედიკამენტების შესაძენად და სამკურნალო კურსების გასავლელად #გაგუას_კლინიკაში 2960 ლარი ესაჭიროება. მხოლოდ 1 მედიკამენტი "სოლგარ N0.7" 127 ლარი ღირს. სამკურნალო მედიკამენტების გარდა მიშოს სჭირდება მუდმივად ტკივილ გამაყუჩებლები რის გარეშეც გაუსაძლის ტკივილს განიცდის როგორც მთლიანი სხეულის და თავის ასევე ყელის ტკივილს და ოჯახში არსებული მცირედი საკვების მიღებასაც ვეღარ ახერხებს ტკივილის გამო. 


მიშო თქვენი დახმარებით აქამდე მოვიდა და ეხლაც შევძლებთ მის დახმარებას ერთად დგომით, თვითოეულ მედიკამენტს და მკურნალობის კურსს მიშოსთვის შვება მოაქვს და უკეთესობისკენ აქვს წინსვლა მაგრამ თუ ჩვენ არ გავერთიანდებით მიშოს დასახმარებლად ყველაფერი #წყალში_ჩაიყრება. 


ოჯახში ერთად-ერთი შემომტანი 57 წლის დედაა რომელსაც დაუდგინდა #ინსულტიანი და #დიაბეტიანია, მთელი დღის განმავლობაში მუხლჩაუხრელად სიცივეში, ყინვაში, წვიმასა და თოვლში მეტროს ამოსასვლელში ყიდის საღეჭ რეზინებს და ხელსახოცებს რომ ოჯახში სულ მცირედი საკვები მაინც შეიტანოს #მიშიკოსთვის.


ამის გარდა სულ ოჯახში თვიურად 540 ლარი აქვთ შემოსავალი, მიშოს პენსია 200 ლარი და სოციალურად დაუცველის 340 ლარი. დედამ საუბრისას გვითხრა: "აღარ ვიცი რამდენდა გავყო 540 ლარიო, ბავშვს ვუყიდო წამლები, საკვები ქირაც გადავიხადო 300 ლარი თუ რა გავაკეთოვო"  ოჯახი უკიდურეს #გაჭირვებაშია. დედა კი საკუთარი ტავისთვის მედიკამენტებს და მკურნალობას არც კი ფიქრობს უსახსრობის გამო.

 

მიშოს ბოლო 1 კვირის განმავლობაში დაეწყო ჰაერის უკმარისობა და გონების დაკარგვა, იმისთვის რომ გაიგონ რა იწვევს ამ ყველაფერს მიშოს მოთხოვეს თავის ტვინის გამოკვლევა, "AADG1A თავის ტვინის გამოკვლევა ანგიოგრაფიით Verio/skyra-3T" და "ZXXC20 თავის ტვინის დამადებითი მრტ კონტრასტირება" რომელიც სასწრაფოდ არის გასაკეთებელი და ამისათვის 610 ლარია საჭირო. 

ჩვენი დახმარების გარეშე მიშო ამ კვლევებს ვერ ჩაიტარებს და ფატალურ შედეგებამდე მივა ყველაფერი. გტხოვთ სულ მცირედით დავეხმაროთ და დავუდგეთ მიშოს გვერდში. ახლა ჩვენ მიშოს ვჭირდებით ჩვენი ერთად დგომით და გაერთიანებით შევძლებთ მიშოს დახმარებას! ყოველ ჩარიცხულ ლარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიშოსთვის ყველას გთხოვთ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ თუნდაც 1 ლარით 

 

თანხის შეგროვება დასრულებულია!

ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები

  • საქართველოს ბანკი: 

  • თიბისი ბანკი: 
  • ლიბერთი ბანკი: 
  • ტერა ბანკი:
  • ბაზის ბანკი:

 

გაფრთხილება!!

მითითებული საბანკო ანგარიშები წარმოადგენის ბენეფიციარის ან ბენეფიციარის ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებს და თქვენს მიერ გაღებული შემოწირულობა ირიცხება შუამავლების გარეშე პირდაპირ ბენეფიციართან. 

 

საქველმოქმედო ორგანიზაცია თედიაშვილის ფონდი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების საშუალებას და არ აქვს არანირი შეხება ფინანსურ საკითხებთან.

 

პოსტის ტექსტი დაწერილია ოჯახის მიერ.

 

პოსტის ყველა ფოტო სურათი გადაღებულია და მოწოდებულია განსათავსებლად ოჯახის მიერ.

 

#ფონდის_ელ.ფოსტა: tediashvilisfondi@gmail.com

 

#ვებ_გვერდი: www.tediashvili.ge

 

#Facebook: facebook.com/tediashvilispondi

 

#Youtube: youtube.com/@tediashvilisfondi

მოხალისე

გახდი მოხალისე და აკეთე სიკეთე. შეგიძლია შექმნა შენი სივრცე და ჩვენთან ერთად დაეხმარო ყველა იმ ადამიანს ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენი თანადგომა და დახმარება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მკურნალობისთვის, ოპერაციისთვის თუ მედიკამენდებისთვის თანხების მოძიება ან საკვებით და ტანსაცმლით დახმარება. ერთად ყველაფერს შევძლებთ და ერთად ყველაფერს დავძლევთ.

გაიგე მეტი